აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდგინდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდგინდა - ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ქვეყანაში ამ დრომდე ვირუსი სულ 1 766 პაციენტს გამოუვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსის გამო კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში სულ 23 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელების სტატისტიკას, გასულ 24 საათში აზერბაიჯანში კიდევ 46 პაციენტი განიკურნა და მთლიანობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1 267-ს შეადგენს.

ამჟამად კლინიკებში 476 პაციენტს უტარდება მკურნალობა. მათგან 26 პაციენტის მდგომარეობა რთულია. ამ დრომდე კორონავირუსზე ქვეყანაში სულ 137 379 ადამიანი შეამოწმეს.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა
"ალდაგში" ავტოდაზღვევის კამპანია დაიწყო - დააზღვიე და მზად ხარ!
კახა ოქრიაშვილი ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით პოზიციას ავრცელებს
ელემენტ კონსტრაქშენი ISO 9001:2015-ის მფლობელი გახდა
პორშეს ახალი, უნიკალური ელექტრომობილი Taycan Cross Turismo საქართველოშია