ირაკლი კოვზანაძე - ფასების ზრდა გავლენას ვერ მოახდენს პენსიის რეალურ მოცულობაზე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში პარლამენტში პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყება.

მისივე თქმით, ახალი კანონპროექტი უზრუნველყოფს, რომ ინფლაციამ პენსიის მოცულობაზე გავლენა ვერ მოახდინოს.

„მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა ძალაში ვტოვებთ დანაპირებს, რომ პენსია 30 ლარით გაიზრდება პირველი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის და იქნება 250 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად იგრძნობა უკვე ბიუჯეტში დანაკლისები და ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ აღნიშნული 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე ჩადებული გვქონდა, როცა ის დავამტკიცეთ და დანაპირები ძალაში რჩება.

გარდა ამისა, უახლოეს დღეებში პარლამენტში დაიწყება კანონპროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს პენსიების ზრდას მომავალი წლის პირველი იანვრიდან და ინდექსაციას. ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის პენსია გაიზრდება ინფლაციის მაჩვენებლით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ასევე დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვერ მოახდენს პენსიის რეალურ მოცულობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც არის ჩადებული გარკვეული მოცულობები, არანაკლებ 20 ლარისა და არანაკლებ 25 ლარისა ზრდის კუთხით“, - განაცხადა კოვზანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო