თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანაში პანდემიის პიკმა გადაიარა

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანამ შეძლო კორონავირუსის პანდემიის გადალახვა. ამის შესახებ დღეს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ ისაუბრა.

„თურქეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის დონე ევროპაში ყველაზე დაბალია. პანდემიის პიკმა გადაიარა. თუკი შემზღუდავი ზომები დაცული იქნება, მაისის ბოლომდე დაავადებულთა ახალი რიცხვის ზრდა არ არის მოსალოდნელი“ - განაცხადა მინისტრმა.

ქვეყანაში კორონავირუსი პირველად 10 მარტს ადგილობრივ მცხოვრებს გამოუვლინდა, რომელიც ევროპიდან დაბრუნდა. ამ დროისთვის თურქეთში 117 589 ადამიანია დაინფიცირებული. გარდაიცავალა 3089 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 44 022 პაციენტი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს