რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილის უპრეცენდენტო დონაცია მსოფლიო დონორებისთვის მაგალითის მიმცემი იყო

თავიდანვე ცხადი იყო, რომ ივანიშვილის უპრეცენდენტო დონაცია არ დარჩებოდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული დონაცია მსოფლიო დონორებისთვის არის მაგალითის მიმცემი.

„ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიო დონორებისთვის იყო მაგალითის მიმცემი და თუ მსგავს ქველომოქმედებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ისეთი ქვეყნები როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია რამდენს ნიშნავს, რომ ერთი ადამიანის უპრეცენდენტო დახმარება მხოლოდ ერთს, ჩვენს ქვეყანას მოხმარდება“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

დეპუტატის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო