ბოჭორიშვილის კლინიკაში Covid-19-ის ინფექციის მქონე ახალგაზრდა მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, Covid-19-ის ინფექციის მქონე ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც კლინიკაში სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდა, გუშინ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"გუშინ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მესამე კვირა მკურნალობდა კლინიკაში, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. კონკრეტულად, ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია. ახალგაზრდა მამაკაცს ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები და ორი დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მოგეხსენებათ, ორმხრივი პნევმონია, პერსონალის საკმაოდ ახლოს შეხება მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან, ეს სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა ოპერაციისთვის. საბედნიეროდ, ბოქსირებულ სექტორში არის ცალკე საოპერაციო, სადაც იზოლირებულად მოხდა დაინფიცირებული პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარება. პაციენტი თავს კარგად გრძნობს. დღეს წამოაყენეს კიდეც და დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა," - განაცხადა სოლოღაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო