მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას Covid-19-ის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტი დაემატა, რომელთა ოჯახის წევრებიც საავადმყოფოში მკურნალობენ

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას Covid-19-ის დიაგნოზის მქონე სამი ახალი პაციენტი დაემატა, რომელთა ოჯახის წევრებიც საავადმყოფოში მკურნალობენ. როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტი რჩება ინტენსიურ მკურნალობაზე, 13 პაციენტის მდგომარეობა კი საყურადღებოა.

"ბოქსირებულ სექტორში არის 75 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 61. 18 წლამდე ასაკის პირები არის 10. 13 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო და ერთი პაციენტი რჩება ინტენსიურ მკურნალობაზე. სამი ახალი პაციენტია გადმოყვანილი დადასტურებული დიაგნოზით. სამივე პაციენტი არის ცნობილი კლასტერებიდან და მათი ოჯახის წევრები მკურნალობენ ჩვენთან. მათ ჯერჯერობით არ აქვთ პნევმონიის ჩამოყალიბებული სურათი, თუმცა, მიმდინარეობს დაკვირვება. ამ ეტაპისთვის 6 პაციენტია გამზადებული კვლევისთვის," - განაცხადა სოლოღაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ბოჭორიშვილის კლინიკას კოვიდ ინფიცირებული 3 ახალი პაციენტი დაემატა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო