უძრავი ქონების ექსპრეს შეფასება კოლიერსის და myhome-ის ერთობლივი დისტანციური პროდუქტი

Covid 19-ის პანდემიამ მთელი მსოფლიო უამრავი გამოწვევის წინაშე დააყენა, მათ შორის უძრავი ქონების ინდუსტრია, რომელშიც ტრანზაქციები, უმეტეს შემთვევაში, უძრავი ქონების შეფასებას საჭიროებს. ამ გარემოებამ ბუნებრივად გააჩინა დისტანციური შეფასების პროდუქტის საჭიროება. აღნიშნული პროდუქტი უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია კოლიერსმა და პლატფორმა myhome.ge-მ ერთობლივად შექმნეს და მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

ექსპრეს შეფასების დისტანციური სერვისი, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების გასაყიდი და საიჯარო ღირებულების დადგენას მოიცავს. ქონების შეფასება ხორციელდება ინსპექტირების (ფიზიკური კონტაქტის) გარეშე, მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. დამკვეთი სულ რაღაც 4 სამუშო საათში იღებს შეფასების დასკვნას, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტების დაცვითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით იქმნება. ამ ორგანიზაციებს შორის არიან: შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო - IVSC; შემფასებელთა ასოციაციების ევროპული ჯგუფი -TEGoVA; ბრიტანული პროფესიული ორგანიზაცია RICS (Royal Institution of Chartered Surveyors) და ამერიკული Appraisal Institute

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების პირობებში გართულებულია უძრავი ქონების ღირებულების დადგენა. კომპანია myhome.ge ითვალისწინებს ამ გარემოებას და აღნიშნული მომსახურების 50%-ს დაფარავს. შეთავაზება 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს. ამ პერიოდში მომხმარებლები 32 ლარის ნაცვლად 16 ლარად მიიღებენ კოლიერსის პროფესიონალი შემფასებლების მიერ მომზადებულ დასკვნას და ინფორმირებულები განახორციელებენ ტრანზაქციებს.

დისტანციური ექსპრეს შეფასება, პროფესიონალური სერვისების კომპანია კოლიერსისა და უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმა - myhome.ge-ს პირველი ერთობლივი პროდუქტია, თუმცა კომპანიები განაგრძობენ კოლაბორაციას და მომავალშიც აპირებენ ახალი და საინტერესო პროდუქტების შეთავაზებას ქართული უძრავი ქონების ბაზრისთვის.

Colliers International Georgia | georgia@colliers.ge

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის