მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 22 ახალი პაციენტიდან, ინფექციურში 4-ია მოთავსებული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 22 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა, 15 თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება, 3 სვანეთის, ხოლო დანარჩენი - ბოლნისის.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 22 ახალი შემთხვევიდან ინფექციურში 4-ია მოთავსებული და ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ფასდებიან.

„24 საათში დაგვემატა 22 ახალი შემთხვევა და გვაქვს 539 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული დაგვემატა 10 და გახდა 178. 22 ახალი შემთხვევიდან 15 არის თეთრიწყაროს კლასტერიდან, სვანეთიდან არის 3 და დანარჩენი არის ბოლნისი. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში 4 დადასტურებული შემთხვევა შემოგვემატა და ამჟამად გვყავს 43.

ჩვენგან გაეწერა 3 პაციენტი და ახლა გვყავს 65 გამოჯანმრთელებული.

ეს 4 ახალი პაციენტი, ჯერჯერობით, საშუალო სიმძიმის პაციენტებად ფასდება, მაგრამ ახლა გაფართოებული კვლევებითა და რადიოლოგიური მონაცემების შეჯერებით, ასევე, დინამიკაში კლინიკა როგორ განვითარდება, შეგვიძლია ვთქვათ ხვალისთვის, მათი მდგომარეობა დარჩება უცვლელი, პროგრესირებას განიცდის თუ არა", -განაცხადა ეზუგბაიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო