მთავრობის ადმინისტრაცია - სახელმწიფო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გატარებას აგრძელებს

COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიას განაგრძობს. შემუშავდა COVID-19-ის კრიზისის დროს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკომუნიკაციო სტრატეგიაც.

„კამპანიის მთავარი ამოცანაა, შესაბამის ადრესატებამდე ინფორმაციის მიტანა იმ სერვისებისა და დახმარების შესახებ, რასაც სახელმწიფო ძალადობაგამოვლილ ადამიანებს სთავაზობს; ასევე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შეტყობინების ალტერნატიული გზების შეთავაზება და საზოგადოების ჩართვა კრიზისის დროს ძალადობის გამოვლენაში.

კამპანიის ფარგლებში საქართველოს მთავრობის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისიის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობით, საკარანტინო სასტუმროებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება ინფორმაცია როგორც საკონსულტაციო და გადაუდებელი ცხელი ხაზების, ასევე თავშესაფრების და კრიზისული ცენტრების შესახებ.

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, კრიზისისას იმატებს ძალადობის რისკი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დაბრუნებულ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ.

კამპანიის ფარგლებში, ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული სერვისებისა და ცხელი ხაზების შესახებ, მომავალი კვირიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სააფთიაქო ქსელებსა და მაღაზიებშიც განთავსდება. პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით, საკომუნიკაციო კამპანია ითარგმნება ეთნიკური უმცირესობების ენებზეც”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო