„თელასმა“ 2020 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

კომპანია „თელასმა“ 2020 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 763,22 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 0,01% (0,11 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2019 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობას (763,11 მილიონი კვტ*სთ). ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ახალი მომხმარებელთა რაოდენობის 4,2% (26,6 ათასით) ზრდამ გამოიწვია.

“2020 წლის იანვარ-მარტში 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2,3%-ით (16,6 მილიონი კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 741,7 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა მომხმარებელთა რაოდენობის მატებამ განაპირობა. 2020 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 917 კმ შეადგინა, რაც 3,8%-ით (217 კმ-ით) აღემატება 2019 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (5 700 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა