თბილისის ზღვის ჰოსპიტალი - 70 ანალიზი იყო გაგზავნილი კორონავირუსზე და ყველა პასუხი უარყოფითია

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 70 ადამიანის ანალიზი შეამოწმეს და ყველა უარყოფითია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში განუცხადეს, 4 პაციენტის კვლევა გრძელდება და მათი პასუხი მოგვიანებით გაირკვევა.

„70 ანალიზი იყო გაგზავნილი და კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია. ანალიზებიდან 46 თბილისის ზღვის ჰოსპიტალის თანამშრომლის იყო, ნაწილი იმ პაციენტების, ვინც კარანტინი დაასრულა, თუმცა არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

4 პაციენტის ანალიზის კვლევა გრძელდება. კლინიკაში 42 პაციენტია მოთავსებული, ამჟამად მათი გაწერისა და პროფილურ კლინიკებში გადაყვანის ორგანიზება მიმდინარეობს. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“,-აცხადებენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს