ენერგოომბუდსმენი აღრიცხვის დისტანციური წესისა და დეპოზიტების გამოყენების შესახებ განმარტებას აკეთებს

ენერგოომბუდსმენი აღრიცხვის დისტანციური წესისა და დეპოზიტების გამოყენების შესახებ საზოგადოებისთვის დამატებით განმარტებას აკეთებს. როგორც ის აღნიშნავს, მოქალაქეებს, რომელთა საცხოვრებელ ფართებში მდებარეობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მრიცხველები, შესაძლებლობა ეძლევათ, კომპანიის წარმომადგენლებს მრიცხველის ჩვენება ელექტრონული ფორმით მიაწოდონ. მისი თქმით, წაკითხვის დისტანციური წესის გამოუყენებლობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია, განახორციელოს პირობითი დარიცხვა მომხმარებლის მიერ წინა პერიოდში დაფიქსირებული მოხმარების მიხედვით.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ნორმატიულ აქტებში, რომელიც მომხმარებელსა და მომსახურე კომპანიებს ახალ უფლება-მოვალეობებს უდგენს. ცვლილებები განხორციელდა ელექტროენერგიის (სიმძლავრის), ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში. კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომელთა საცხოვრებელ ფართებში მდებარეობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მრიცხველები, შესაძლებლობა ეძლევათ კომპანიის წარმომადგენლებს მრიცხველის ჩვენება ელექტრონული ფორმით მიაწოდონ, მაგალითად, ფოტოს, სმს შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნის გზით. წაკითხვის დისტანციური წესის გამოუყენებლობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია, განახორციელოს პირობითი დარიცხვა მომხმარებლის მიერ წინა პერიოდში (წინა წლის იმავე თვეში ან წინა წლის მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში) დაფიქსირებული მოხმარების მიხედვით. ამასთანავე, კომისიამ იმსჯელა დეპოზიტების გამოყენების უფლებაზე და დაადგინა, ზოგიერთი კატეგორიის მომხმარებელი შეძლებს დეპოზიტის თანხა მიმართოს მიმდინარე დავალიანების დასაფარად.

ენერგოომბუდსმენის აპარატი აქტიურად აგრძელებს მუშაობას მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით. განცხადებები მიიღება ჩვეულ რეჟიმში, განსაკუთრებით, აქტიურად კი სოციალურ ქსელსა და ელექტრონულ ფოსტაზე. საზოგადოებრივი დამცველის სამსახური უპასუხებს ყველა მოქალაქის შეკითხვას და გაუწევს სათანადო სამართლებრივ კონსულტაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე“,-აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს