ირაკლი სესიაშვილი - ქართველი ჯარისკაცი არის პროფესიონალიზმის, ღირსებისა და სამშობლოსათვის თავდადების ჭეშმარიტი მაგალითი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ჯარისკაცებს თავდაცვის ძალების დაარსების დღეს ულოცავს. როგორც სესიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, დღეს ქართველი ჯარისკაცი პროფესიონალიზმის, ღირსებისა და სამშობლოსათვის თავდადების ჭეშმარიტი მაგალითია.

„დღეს, 30 აპრილს, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის ძალების დაარსების დღეს აღნიშნავს. სამწუხაროდ, მისი შექმნის პირველივე დღეებიდანვე აქტიურად მოუწია ახლად ჩამოყალიბებულ ჯარს სამშობლოს დაცვისათვის ბრძოლა. იყო აფხაზეთი, იყო სამაჩაბლო, იყო 2008 წლის ომი, წარმატებული საერთაშორისო მისიები და ოპერაციები. შექმნის დროიდან მოყოლებული, ქართული არმიის ისტორია გმირობის და სამშობლოსათვის უანგარო თავდადების არაერთი მაგალითის მომსწრეც არის. დღეს, ქართველი ჯარისკაცი არის პროფესიონალიზმის, ღირსებისა და სამშობლოსათვის თავდადების ჭეშმარიტი მაგალითი და ეს არაერთხელ დაადასტურა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროსაც, სადაც იგი დღემდე სამაგალითო პარტნიორია“, - წერს სესიაშვილი.

მისი თქმით, ახლაც, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას და ეპიდემიას ებრძვის, ჯარისკაცები უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არიან ჩართულები.

„მინდა ეს დღე მივულოცო ყველა თაობის ღირსეულ ჯარისკაცს, გენერალს, ოფიცერსა თუ სერჟანტს. ყველას ვისაც ქართული ჯარის წარმატება უხარია“, - აღნიშნავს ირაკლი სესიაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს