ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდინფიცირებულების რაოდენობის ზრდა კონტროლირებადია, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს

კოვიდინფექციის გავრცელების რისკები კვლავ ძალაში რჩება. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა დაიცვან მოთხოვნები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ კოვიდინფიცირებულების რაოდენობის ზრდა კონტროლირებადია, საქართველოს მოდუნების უფლებას არ აძლევს.

„მოთხოვნის სახით კვლავ რჩება სოციალური დისტანციის მკაცრი დაცვა. ამ დროის მონაცემებით, ჯერჯერობით კოვიდინფექციის დაფიქსირების კუთხით კონტროლირებადი ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს არ აძლევს მოდუნების საშუალებას არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნებს. კოვიდინფექციის გავრცელების რისკები კვლავ ძალაში რჩება. აქედან გამომდინარე, ჩვენმა მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა დაიცვან ყველა ის მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის დადგენილი,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო