უკრაინელი დეპუტატი - უმაღლესი რადა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნას დღეს აღარ განიხილავს

დღეს უკრაინის რადა არ განიხილავს არანაირ საკადრო საკითხს, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილის ვიცე პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესაძლო დანიშვნას. ამის შესახებ „უკრაინა 24“-ის ეთერში, პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელმა ევგენია კრავჩუკმა განაცხადა. ინფორმაციას „უკრინფორმი“ ავრცელებს.

„დღეს არანაირ საკადრო საკითხს არ განვიხილავთ, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე. ნამდვილად ხმების საკმარისი რაოდენობა არ არის მის კანდიდატურაზე“,-აღნიშნა კრავჩუკმა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა, დამატებითი კონსულტაციები გაიარა სხვა პოლიტიკურ ძალებთან. „ეს პოლიტიკაა, ეს დემოკრატიაა და ასეთია რადას გადაწყვეტილება“,-დასძინა კრავჩუკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა