ამირან გამყრელიძე - ისევ და ისევ, მთავარი რეკომენდაციაა - „დარჩი სახლში“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის გაცემული შეზღუდვების შემსუბუქების შემთხვევაში, საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს მთავარი რეკომენდაციები, რაც სახლში დარჩენას, ხელების ხშირ დაბანას, სანიტაიზერებით დამუშავებას და დისტანციის დაცვას გულისხმობს.

„იცით, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილია ე.წ. ექვს ეტაპიანი თანდათანობით შემსუბუქების გეგმა, რომელიც უკვე ყველა ქვეყანამ შეიმუშავა, მათ შორის, საქართველომაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ის შემზღუდავი ღონისძიებები თანდათან მსუბუქდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რეკომენდაციების, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტი იძლევა, მათი იგნორირება მოხდეს. ისევ და ისევ, მთავარი რეკომენდაციაა - „დარჩი სახლში“, განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანები, ქრონიკული დაავდებების მქონე ადამიანები, რომ ხელების ხშირი დაბანა, სანიტაიზერებით ხშირი დამუშავება, დისტანციის დაცვა და სოციალური დისტანცირება ეს გახლავთ მთავარი.

ასევე, კიდევ რაც მთავრია, არის ის, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში და იცით, რომ ეს არის ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებელია ექიმს მივმართოთ, დავრეკოთ 112-ზე, ან შესაძლებელია პირდაპირ მიხვიდეთ ცხელების ცენტრებში, რომლებიც უკვე საკმაო რაოდენობით არის გახსნილი ქვეყანაში. ცხელების ცენტრში სწრაფად ჩაგიტარდებათ სრული გამოკვლევა, მათ შორის, კორონავირუსულ ინფექციაზე ლაბორატორიული კვლევა PCR -ით და შემდგომი მართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს