თენგიზ ცერცვაძე - ოზონოთერაპიას ნუ მივცემთ გადაჭარბებულ შეფასებას, ნუ ავტეხავთ აჟიოტაჟს - ჯერ უნდა შევისწავლოთ შედეგები

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის სამკურნალოდ ოზონოთერაპიის მეთოდით მკურნალობის თავისებურებებს განმარტავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოზონოთერაპია საქართველოში, კერძოდ, ბათუმში მხოლოდ 4 პაციენტის შემთხვევაში გამოიყენეს, რომელთაგანაც 3 პაციენტს ვირუსი სისხლში მე-7 და მე-9 დღეებში გაუქრა.

მისივე თქმით, ისინი ამ პაციენტების საქმეებს შეისწავლიან.

"პლაზმა ეს ცნობილი მეთოდი, ნამდვილად ეფექტურია თუ შეძლებ მის სწორად დამზადებას და სწორად შერჩევას პაციენტისას, მაგრამ ოზონოთერაპიაზე ძალიან გთხოვთ, უფრო ფრთხილად ვიყოთ. ესეც ოდითგანვე ცნობილი მეთოდია. მას სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ მიმართავენ, მაგრამ ეს არ არის ოფიციალურად რეკომენდებული მეთოდი და მას მთელ რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით გერმანიაში და სხვაგან მიმართავენ ერთგვარი კვლევისთვის, ექსპერიმენტებს აკეთებენ. საქართველოში ეს ჩვენ არ გამოგვიყენებია, გამოიყენეს ბათუმში 4 ავადმყოფზე, იქ არის სპეციალისტი ამ ოზონოთერაპიის. მან გამოიყენა და მათი მოწოდებული ინფორმაციით, იყო ეფექტური. ამ ოთხიდან 3 პაციენტს ვირუსი სისხლში გაუქრა, ერთს მე-7 დღეს, ორს მე-9 დღეს, მაშინ, როცა ჩვეულებრივ პაციენტებში ვირუსის გაქრობა იწყება მე-14 დღიდან," - განაცხადა ცერცვაძემ.

ის მოქალაქეებს მოუწოდებს, ოზონოთერაპიით კორონავირუსის მკურნალობას გადაჭარბებულ შეფასებას ნუ მისცემენ.

"ნუ მივცემთ ამას გადაჭარბებულ შეფასებას. ნუ ავტეხავთ აჟიოტაჟს. ჯერ უნდა შევისწავლოთ ეს შედეგები. ისინი გამოგვიგზავნიან ამ ოთხ ადამიანზე ჩატარებული მკურნალობის შედეგებს. ჩვენ შევისწავლით, იყო თუ არა მართლა ასეთი ეფექტი, ხომ არ იყო რაიმე გვერდითი ეფექტი და მხოლოდ შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდეს ამ მეთოდით კვლევა თუ არა. თუ გაგრძელდება, გაგრძელდება მხოლოდ კვლევა და არა სამკურნალოდ გამოყენება," - განაცხადა ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო