მარიამ ქვრივიშვილი - გავაგრძელებთ დიალოგს ბიზნესთან, რომ თითოეული პრობლემის გადაწყვეტა მაქსიმალურად ეფექტური და მიზნობრივი იყოს

ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ბიზნესთან, რომ თითოეული პრობლემის გადაწყვეტა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და მიზნობრივი, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა ელექტრონულ ფორმატში გაიმართა და დისკუსიაში ტურიზმის კერძო სექტორის 70-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

უწყების ცნობით, ონლაინ შეხვედრაზე გამოიკვეთა ყველა ძირითადი პრობლემური საკითხი, რომლის წინაშეც სექტორი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დადგა, ასევე საკვანძო საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც დარგის წარმომადგენლებმა დააყენეს. მათ შორისაა, ურთიერთობა ბანკებთან, საგადასახადო დავალიანების გადავადება, მიზნობრივი სამთავრობო პროგრამები, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი ინსტრუმენტების ამოქმედება და სხვ.

ონლაინ დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ გაგრძელდება შეხვედრები ბიზნესის დარგის ცალკეულ სეგმენტებთან, რათა ბიზნესის წინაშე არსებული თითოეული პრობლემის გადაწყვეტა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და მიზნობრივი.

მისი თქმით, შეხვედრა ჰქონდათ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან და ონლაინ დისკუსიაში გიდები, სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების, ასევე სარესტორნო ბიზნესისა და ღვინის ტურიზმის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის ინდუსტრიისთვის დახმარების პაკეტის განახლებაზე. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა ტურიზმის სექტორისგან, თუ რა სჭირდებათ მათ, რათა განაგრძონ ტურიზმის სექტორში ოპერირება. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი საინტერესო წინადადება, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ეფექტური და მიზნობრივი დახმარების ფორმირებაში.

ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგა. ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო, აქედან გამომდინარე ჩვენ მოვუსმინეთ დარგს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს იმისთვის, რომ მათ არ დაკარგონ დასაქმების ადგილები და შესაბამისად შემოსავლის წყარო. ასევე მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ კომპანიებს, რათა განაგრძონ ოპერირება და ადამიანების დასაქმება“ , - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო