უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში სხვა ფორმატით იმუშავებს

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში „სხვა ფორმატით“ იმუშავებს.

მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის მანძილზე პრეზიდენტ ზელენსკისთან კონსულტაციებს მართავდა და მათ სხვა ფორმატი მოიძიეს, რომლის ფარგლებშიც იმუშავებენ -ეს ახალი პოზიციაა“, - განაცხადა არახამიამ უკრაინულ მედიასთან საუბარში.

მედიის ცნობით, დავით არახამიამ არ დააკონკრეტა, თუ რა პოზიციაზეა საუბარი.

„ეს პრეზიდენტის ინიციატივაა. ჩვენ გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, სხვა გადაწყვეტილება იქნა მიღებული და პრეზიდენტმა ეს მიხეილთან უკვე შეათანხმა. ეს მალე გახდება ცნობილი, შეიძლება დღესვე, ცოტა მოგვიანებით, ან შეიძლება მომავალ კვირას“,-აღნიშნა არახამიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. რამდენიმე დღის წინ, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად კი, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უმაღლესი რადადან უკან გაიწვია. უკრაინული მედია ასევე წერს, რომ მიხეილ სააკაშვილს, შესაძლოა, რეფორმების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შესვლა შესთავაზონ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა