გერმანიაში სამლოცველოები, მუზეუმები, ზოოპარკები და სათამაშო მოედნები უახლოეს დღეებში გაიხსნება

გერმანია კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხნის. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, კანცლერ ანგელა მერკელის და 16 ფედერალური შტატის ხელმძღვანელის შეხვედრაზე გადაწყა, რომ სამლოცველო დაწესებულებები, მუზეუმები, ბაღები, ზოოპარკები და სათამაშო მოედნები უახლოეს დღეებში გაიხსნება.

ანგელა მერკელის თქმით, ამ ეტაპზე რესტორების გახსნა „პრობლემურია“, რადგან ვერ მოხდება შემოწმება „ერთ მაგიდასთან ერთი ოჯახის წევრები არიან თუ არა“.

„ჩვენ არ გვაქვს წამალი, არ გვაქვს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაბამისად, მთავარი მიზანია ვირუსის შენელება“,-აღნიშნა მერკელმა.

ცნობისთვის, გერმანიაში საერთო ჯამში კორონავირუსის 163 006 შემთხვევაა დარეგისტრირებული. ვირუსს ქვეყანაში 6 623 ადამიანი ემსხვერპლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს