კლინიკა „თიმი“, რომელმაც მედპერსონალის ინფიცირების გამო მუშაობა შეწყვიტა, ფუნქციონირებას 4 მაისიდან განაახლებს

თბილისის მედიცინის ინსტიტუტუტი (TIM), რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზეზით იყო დახურული, მუშაობას 4 მაისიდან განაახლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის ერთ-ერთმა დირექტორმა გიორგი კაჭახიძემ განუცხადა, საკარანტინო პერიოდი ორშაბათს იწურება, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულება პაციენტების მიღებას შეძლებს.

რაც შეეხება კლინიკის ინფიცირებულ მედპერსონალს, კაჭახიძის ინფორმაციით, მათი გარკვეული ნაწილი გამოჯანმრთელდა და სახლშია, ნაწილი კი ეტაპობრივად ეწერება.

„დაინფიცირებული იყო სულ 7 თანამშრომელი - 2 ექიმი და 5 ექთანი. ორშაბათს იწურება კარანტინის დრო, კლინიკაში ჩავატარეთ დეზინფექცია და გავიხსნებით“, - განაცხადა გიორგი კაჭახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მედპერსონალის ინფიცირების გამო თბილისის მედიცინის ინსტიტუტმა (TIM) მუშაობა რამდენიმე კვირის წინ შეწყვიტა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია