„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, ხელისუფლებამ განმარტოს, თუ როგორ განახორციელა ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ინვენტარის შესყიდვა

პარტია „ევროპული საქართველო“ მოითხოვს, ხელისუფლებამ განმარტოს, თუ როგორ განახორციელა ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ინვენტარის შესყიდვა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა შესყიდვა განახორციელა ერთ პირთან მოლაპარაკებით.

„ყველა შესყიდვა განხორციელებულია ერთ პირთან მოლაპარაკებით, მათ შორის ისეთ კომპანიებთან, რომლებიც პანდემიის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეში. მაგალითად, შპს „შილდი“ დარეგისტრირდა 2020 წლის 10 აპრილს, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გაუფორმა 2020 წლის 15 აპრილს 90 000 ლარის ოდენობით. შპს „ტნკ“ დარეგისტრირდა 2020 წლის 12 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გაუფორმა 13 აპრილს 40 000 ლარის ღირებულების. შპს „ელიტ მედიკალი“ დარეგისტრირდა 2020 წლის 12 მარტს, ჯანდაცვამ ხელშეკრულება გაუფორმა 15 აპრილს 700 000 ლარის ღირებულების. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული კომპანიების არ იძებნებიან ინტერნეტ სივრცეში და არ არიან რეგისტრირებულნი სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში და არ აქვთ მსგავსი საქმიანობის გამოცდილება, აღნიშნულიდან გამომდინარე ჩნდება კითხვები - რა კრიტერიუმებით მოხდა ამ კომპანიების შერჩევა და როგორ იქნა მოძიებული საქართველოს ბაზარზე. ასევე, არსებობს კომპანიები, რომლებსაც ერთ პირთან მოლაპარაკებებით გაუფორმდათ ხელშეკრულებები ხოლო მათი მფლობელები არიან „ქართული ოცნების“ შემწირველები; მაგალითად, შპს weekend-ს ჯანდაცვის სამინისტრომ გაუფორმა 1 329 680 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება. კომპანიის დამფუძნებელმა ბონდო გოლეთიანმა 2018 წელს 25 000 ლარი შეწირა სალომე ზურაბიშვილის სარჩევნო კამპანიას. ასევე, შპს „დოქტორ გუდსს“ ჯანდაცვის სამინისტრომ გაუფორმა 750 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება. აღნიშნული კომპანიის 49%- ის მფლობელია სტარტაპ საქართველო, რომელიც ეკუთვნის „საპარტნიორო ფონდს“”, - აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

ამასთან, პარტიის ერთ-ერთი წევრი ბესო დონაძე აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანიები არ არიან რეგისტრირებულები შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.

„როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო მოინდომებდა ამ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმებას, ფიზიკურად ვერ იპოვიდა ამ კომპანიებს, მათ უკან რომ არ ყოფილიყვნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები“, - განაცხადა ბესო დონაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა