მარინა ეზუგბაია - პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი განსაკუთრებულ სტრესში არ იმყოფება და არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ სტრესმა გამოიწვია მისი გამოჯანმრთელების გაჭიანურება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტის სრულად გამოჯანმრთელებაზე სტრესს შესაძლოა, რაღაც დონის უარყოფითი გავლენა ჰქონოდა, მაგრამ „მთავარი მიზეზი ეს ნამდვილად არ არის“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეზუგბაიამ „გეფას“ დირექტორზე კომენტირებისას განუცხადა, რომელიც 5 მარტის შემდეგ კლინიკაშია და ორგანიზმში ინფექცია ისევ უფიქსირდება, პაციენტი განსაკუთრებულ სტრესში არ იმყოფება და იმის მტკიცებულებაც არ არსებობს, რომ სტრესმა გამოიწვია მისი გამოჯანმრთელების გახანგრძლივება.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აღნიშნავს, ვირუსისგან ელიმინაციის ხანგრძლივობა იზრდება და ინფექციამ რომ ორგანიზმი დატოვოს, 7-დან 42-დღემდე (შესაძლოა მეტიც) სჭირდება.

„საერთოდ სტრესი კოვიდზე კი არა, ყველაფერზე მოქმედებს და თავისთავად ეს შემაფერხებელი ფაქტორია ყველაფერში. შეიძლება რაღაც გავლენა აქვს, მაგრამ ეს მთავარი ნამდვილად არ არის. ეს ახალი, უცნობი და ვერაგი დაავადება, ვისაც არ უნდა დაემართოს ყველა სტრესშია. ის ადამიანი განსაკუთრებულ სტრესში არ იმყოფება. ამის მტკიცებულება არ არსებობს, რომ სტრესმა გამოიწვია მისი გამოჯანმრთელების გახანგრძლივება. მე არ შემიძლია ამაზე არც „კი“ გითხრათ და არც „არა“. საერთოდ, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დაავადებაზე აქვს სტრესი, განსაკუთრებით უცნობზე და ასეთ ვერაგზე.

ვირუსისგან ელიმინაციის ხანგრძლივობა იზრდება. ყველაზე მინიმუმია 7 დღე, იყო მონაცემები 37 დღეზე, შემდეგ გაიზარდა და ახლა არის 42 დღე და ცოტა მეტი. ახლა არის ლაპარაკი, რომ ვირუსისგან გათავისუფლება, ანუ ელიმინაცია შეიძლება კიდევ გაიზარდოს. ასე რომ, ვირუსმა ორგანიზმი რომ დატოვოს 7-დან 42-დღემდე ან მეტი სჭირდება“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება აღნიშნული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, მისი მდგომარეობა ბოლო პერიოდია აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია და დადებითი პასუხი ძალიან სუსტი კონცენტრაციით ფიქსირდება.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლო პერიოდია აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებული მნიშვნელოვანი ცვლილებები მასთან არ გამოვლენილა. როცა მოთავსდა კლინიკაში, მაშინ დაავადება მიდიოდა საშუალოზე მძიმედ, მძიმე პნევმონიით იყო მეტ-ნაკლებად. დაავადების პროგრესირება არ იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გამოჯანმრთელებაც ნელ-ნელა დადგა. ვირუსისგან ელიმინაცია გაძნელდა და ვნახოთ, როგორ იქნება. ძალიან სუსტი კონცენტრაციით იყო დადებითი პასუხი, ალბათ, უკვე ელიმინირებულიც უნდა იყოს, მაგრამ მასთან ხშირად ანალიზის კეთებას აღარ ვჩქარობთ“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს