ანა დოლიძე პოლიტიკურ სპექტრს მიმართავს,  მორატორიუმი: „ექიმები პოლიტიკის გარეშე“ გამოაცხადონ

„საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სპექტრს ვთავაზობ მორატორიუმს ეგიდით: „ექიმები პოლიტიკის გარეშე“, - ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ანა დოლიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მიიწეროს საკუთარ თავზე ის დამსახურება, რომელიც სამედიცინო პერსონალის შრომით არის მიღწეული და ოპოზიციას სთავაზობს მხოლოდ პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით კრიტიკისგან თავი შეიკავოს.

"ამდენი ხნის მანძილზე კოვიდჟამიანობის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან ჩვენი ექიმები, ექთნები და მთლიანად სამედიცინო საზოგადოება. სწორედ მათ ცოდნაზე, თავდადებასა და ავტორიტეტზე არის დამოკიდებული მრავალწილად ჩვენი გამარჯვება პანდემიასთან მიმართებაში. ამ პირობებში შეუძლებელია მათი მისამართით მიმართული ქიშპი და ქილიკი. შეუძლებელია ისინი თავდადებულნი ებრძოდნენ უსერიოზულეს გამოწვევას და ამ დროს მათ სჭირდებოდეთ თავის დაცვა პოლიტიკური დღის წესრიგისგან. შესაბამისად, იმისათვის, რომ დავიცვათ, მხარში დავუდგეთ ჩვენს ექიმებს და სამედიცინო პერსონალს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სპექტრს ვთავაზობ მორატორიუმს, ეგიდით - ექიმები პოლიტიკის გარეშე. ამ მორატორიუმის თანახნად, მივუწოდებ ხელისუფლებას, არ მიიწეროს საკუთარ თავზე ის დამსახურება, რომელიც განპირობებულია სრულიად სამედიცინო პერსონალის შრომით, მეორეს მხრივ კი ოპოზიციას ვთავაზობ - ნუ გააკრიტიკებენ და ნუ მიიტანენ იერიშს სამედიცინო პროფესიაზე მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით. ორივე მხარეს ვთავაზობ მორატორიუმს, რათა ჩვენმა სამედიცინო პერსონალმა შეინარჩუნოს ის ავტორიტეტი, რაც დაგვეხმარება გავერთიანდეთ პანდემიასთან საბრძოლველად. მოგვეცით საზოგადოებას საშუალება, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე განვიხილოთ ის, რასაც აკეთებს ჩვენი სამედიცინო პერსონალი, ამით ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. მორატორიუმი: „ექიმები პოლიტიკის გარეშე“ ეს არის ჩემი შეთავაზება მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო