ჯანმო იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთი ვირუსის შესახებ წარმოებულ გამოძიებაში ჩართვისთვის მიიწვევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთი ორგანიზაციას მიიწვევს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ განხორციელებულ გამოძიებებში.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სურვილს გამოთქვამს საერთაშორისო პარტინორებთან ერთად მიწვეულ იქნას ჩინეთის მთავრობის მიერ, რათა მონაწილეობა მიიღოს გამოძიებაში კორონავირუსის ცხოველური წარმომავლობის შესახებ“,-განაცხადა ორგანიზაციის პრესსპიკერმა ტარიკ ჟასარევიჩმა „ფრანს პრესის“ შეკითხვის საპასუხოდ.

კორონავირუსი სახელწოდებით COVID-19 თავდაპირველად ჩინეთში, ქალაქ უხანში დაფიქსირდა. მას შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით სამ მილიონ ადამიანზე მეტი ვირუსით დაინფიცირდა. ჩინეთი მსოფლიო მედიამ არაერთხელ დაადანაშაულა, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს აღნიშნა, რომ მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ნანახი აქვს, თუმცა ვერ გაასაჯაროებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა