თბილისის საკრებულოს კომპანია ,,თბილქიმფარმამ’’ სადეზინფექციო და ანტისეპტიკური ხსნარები გადასცა

დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის, რიმა ბერაძის ინიციატივით, სააქციო საზოგადოება ,,თბილქიმფარმამ’’ წარმომადგენლობით ორგანოს პანდემიის პრევენციული აქტივობების ფარგლებში, სადეზინფექციო და ანტისეპტიკური ხსნარები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდაც აცნობეს.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, რიმა ბერაძემ კომპანიას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სხვადასხვა კომპანიების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს დედაქალაქის საკრებულოს კომპანია ,,თბილქიმფარმამ’’ სადიზინფექციო ხსნარები უსასყიდლოდ გადასცა, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ქვეყანაში არსებული პანდემიის ფონზე, სადეზინფექციო საშუალებებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა და მათ ჩვენ საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

,,თბილქიმფარმას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გოგა სულუხიას განცხადებით კი, ქართული წარმოების სადეზინფექციო ხსნარების წარმოება კომპანიამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყვიტა. მისივე თქმით, კომპანიამ სადეზინფექციო საშუალებების გადაცემა თბილისის საკრებულოსთვის გადაწყვიტა, რათა მათ პროდუქტი საჭიროებისამებრ გამოიყენონ. ,,წარმოდგენილი სადეზინფექციო პრეპარატი შესაბამისი წესისა და კანონის მიხედვით დამტკიცდა და ის 75 %-იანი სპირტის ბაზაზეა დამზადებული, ამასთანავე, შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაშიც ’’, - განაცხადა გოგა სულუხიამ.

სადეზინფექციო და ანტისეპტიკური ხსნარების გადაცემის პროცესს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა