ნათია თურნავას განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 500-ზე მეტი ბიზნესი შეიქმნა, რომელმაც პანდემიის დროს საკუთარი პროდუქციის დღეს მოთხოვნადი საქონლის წარმოებით ჩანაცვლება მოახერხა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 500-ზე მეტი ქართული ბიზნესი შეიქმნა, რომელმაც პანდემიის პირობებში საკუთარი პროდუქციის დღეს მოთხოვნადი საქონლის წარმოებით ჩანაცვლება მოახერხეს. როგორც თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, პანდემიამ შექმნა მდგომარეობა, როდესაც ქვეყანა საკუთარ რესურსს უნდა დაეყრდნოს და ამიტომ „მთავრობის პოსტკრიზისული გეგმა ქართული ბიზნესის განვითარებისკენ იქნება მიმართული“.

„განახლდა ჩვენი ტრადიციული პროგრამა სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა, რომელიც 5 წლის წინ დავიწყეთ და დღემდე 500-ზე მეტი წარმატებული ქართული ბიზნესი - ქართული მცირე და საშუალო კომპანია, სასტუმრო საწარმო, ლოგისტიკური ცენტრები შექმნილია სწორედ „აწარმოე საქართველში“ პროგრამის კომპონენტის ფარგლებში. ამ ბიზნესებმა, ჩვენმა ბენეფიციარებმა შეძლეს დღეს, როდესაც ყველას გამოწვევა აქვს, სწრაფად გადაწყობილიყვნენ და თავისი ტრადიციული პროდუქციის წარმოების ნაცვლად დაიწყეს ისეთი საქონლის წარმოება, რაზეც დღეს მოთხოვნაა, იქნება ეს პირბადე, დამცავი ფარი, სამედიცინო ხალათი, კომბინიზონი თუ ა.შ ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ არის ძალიან ეფექტიანი მექანიზმი და დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოწოდებას „აწარმოე საქართველოში“, ეს იქნება ბევრი ქვეყნის სამოქმედო გეგმა, რადგან პანდემიამ დაგვანახა, რომ დგება მომენტი, როდესაც ქვეყანას შეუძლია დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ რესურსს და ამ მომენტისთვის ყველა ქვეყანა უნდა იყოს მზად და ჩვენი ანტიკრიზისული და უფრო მეტად პოსტკრიზისული გეგმა, სწორედ პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ და ქართული ბიზნესის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული“,- განაცხადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო