სერგი კაპანაძე - ხელისუფლება პირდაპირ იყენებს იმ რესურსს, რასაც პრორუსული დეზინფორმაცია  და „ბოტებისა“ და „ტროლების“ ფაბრიკა ჰქვია

ხელისუფლება პირდაპირ იყენებს იმ რესურსს, რასაც პრორუსული დეზინფორმაცია და „ბოტებისა“ და „ტროლების“ ფაბრიკა ჰქვია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციის გავრცელება დიდი ხნის განმავლობაში პრორუსული ძალების მიერ ხდებოდა.

„ნამდვილად სამწუხაროა, რომ საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა შეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე და ამ შეტევის უკან, როგორც წესი, იდგნენ ხოლმე ის ძალები, რომლებიც პრორუსულ დღის წესრიგს ატარებდნენ და ახდენდნენ დასავლური ორიენტაციის დისკრედიტაციას, ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას და მხარს უჭერდნენ ხელისუფლებას. პირდაპირი თანხვედრა იყო იმ ძალებს შორის, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიას „აშავებდნენ“ და ასევე, „აშავებდნენ“ ხელისუფლების ოპონენტებს. ჩვენს შემთხვევაში, ამ ძალებს შორის არის სრული თანხვედრა და ეს ძალიან კარგად აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება პირდაპირ იყენებს იმ რესურსს, რასაც პრორუსული დეზინფორმაცია და „ბოტებისა“ და „ტროლების“ ფაბრიკა ჰქვია. ის, რომ „ფეისბუქმა“ ორჯერ გააუქმა მთელი წყება გვერდების, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული ხელისუფლებასთან და ამავდროულად, ახდენდნენ რუსული პროპაგანტის გავრცელებას, არის ამის ძალიან კარგი მაჩვენებელი და დამდასტურებელი“, - აღნიშნავს კაპანაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა