ნათია თურნავა  - 2019 წელს, როცა ჩვენი ეკონომიკა ყვაოდა,  ჩვენ მხოლოდ 7%-ს ვუსუბსიდირებდით ბიზნესებს, როცა ისინი საბანკო სესხს იღებდნენ - დღეს მზად ვართ, რომ ეს 7% გავზარდოთ

2019 წელს, როცა ჩვენი ეკონომიკა ყვაოდა, ჩვენ მხოლოდ 7%-ს ვუსუბსიდირებდით ბიზნესებს, როცა ისინი საბანკო სესხს იღებდნენ. დღეს მზად ვართ, რომ გავზარდოთ ეს 7% და სესხის პროცენტის თითქმის სრული ოდენობა, თეთრთმეტნახევარი პროცენტი დავასუბსიდიროთ,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სესხის და ლიზინგის სუბსიდირების პერიოდი 24 თვიდან 36 თვემდე გაიზრდება.

„რაც შეეხება განახლებულ პროგრამას სესხის და ლიზინგის სუბსიდირების, მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. თუ აქამდე ვახდენდით ჩვენ თითოეული ბიზნესის სესხის პროცენტის სუბსიდირებას 2 წლის განმავლობაში (24 თვე), ახლა ჩვენ ვაგრძელებთ ამ პერიოდს და ეს იქნება 36 თვე, ანუ 3 წლის განმავლობაში ამ დახმარების მიმღები ბიზნესი შეძლებს, რომ პრაქტიკულად მინიმალური პროცენტით ჰქონდეს საბანკო სესხი, რადგან ჩვენ სახელმწიფო დავასუბსიდირებთ დანარჩებს.

თანადაფინანსების პროცენტი იზრდება. 2019 წელს, როცა ჩვენი ეკონომიკა ყვაოდა და არ იყო ძალიან დიდი აუცილებლობა, რომ ბევრი ინტერვენცია განგვეხორციელებინა, ჩვენ მხოლოდ 7%-ს ვუსუბსიდირებდით ბიზნესებს, როცა ისინი საბანკო სესხს იღებდნენ. დღეს, როცა ბიზნესს გაუჭირდა, ბანკებსაც გაუჭირდება სესხების მარტივად გაცემა და ჩვენ მზად ვართ, რომ გავზარდოთ ეს 7 % და სესხის პროცენტის თითქმის სრული ოდენობა, თეთრთმეტნახევარი პროცენტი დავასუბსიდიროთ ჩვენი სახელმწიფო სახსრებით. ეს მისცემს ბიზნესებს საშუალებას, რომ სული მოითქვან და პრაქტიკულად უპროცენტო სესხით ისარგებლონ 36 თვე,“- განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, აქამდე სესხის მინიმალური ზღვარი იყო 150 000 ლარი, ახლა კი ეს ზღვარი 50 000 ლარია.

"საბრუნავი საშუალებების დაფინანსება დავუშვით. აქამდე ჩვენ არ ვაფინანსებდით საბრუნავ საშუალებებს. ძირითადად ბიზნესებს ვეხმარებოდით, რომ შეეძინათ მანქანა-დანადგარები, შენობები, ანუ ფიქსირებული აქტივები. ხოლო დღეს, როდესაც მთავარი პრობლემა საბრუნავი საშუალებების ნაკლებობა და კომპანიებს დასჭირდებათ ფული იმისათვის, რომ გაისტუმრონ ხელფასები, სხვადასხვა მიმდინარე დავალიანებები, მათ შორის, კომუნალური გადასახადები, ჩვენ მიდგომა რადიკალურად შევცვალეთ და 50%-მდე სწორედ ასეთი ტიპის დაფინანსებას დავეხმარებით“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მან ისაუბრა საქმიანობის სახეობებზეც.

„საქმიანობის სახეობები აქამდე გვქონდა 100-ზე ცოტა მეტი, 104 დარგი, რომელსაც ჩვენ ვეხმარებოდით. დღეს ჩვენ პრაქტიკულად, ვაორმაგებთ იმ დარგების არეალს, რომელსაც დავეხმარებით ამ პროგრამის ფარგლებში და სულ მცირე, 300 მცირე და საშუალო მეწარმე მიიღებს ამ დახმარებას უახლოეს თვეებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა