ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკური ზრდის 2.7 პროცენტიან კლებაში ტურიზმის ზეგავლენა დიდია

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკური ზრდის 2.7 პროცენტიან კლებაში ტურიზმის ზეგავლენა დიდია. როგორც მან უწყების პოსტკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რა ზარალი მიადგა ტურიზმს, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ეს პრობლემა ჯერ კიდევ გრძელდება.

"ტურიზმის დარგზე ბევრს ვმსჯელობთ პრემიერ-მინისტრთან. დღეს ცალსახად ჩანს, რომ ტრადიციული მიდგომები, რაც მუშაობს ყველა სხვა უმეტესობა დარგების შემთხვევაში, ტურიზმის შემთხვევაში უნდა იყოს გაფართოებული. ტურიზმი ეს არ არის მხოლოდ სასტუმროები. კი სასტუმროები მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ეს არის გიდები, რომლებსაც აქამდე საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდათ, რადგან ტურიზმი ვითარდებოდა. არ სჭირდებოდათ არავის დახმარება, დღეს დაჭირდათ დახმარება, მაგრამ სრულიად განსხვავებული მექანიზმი შეიძლება დასჭირდეთ, ვიდრე სასტუმროებს. რადგან სასტუმროები ინსტიტუციური კომპანიებია და შეიძლება აქ საკრედიტო- საგარანტიო მექანიზმი შევაშველოთ, შეიძლება სესხის სუბსიდირების მექანიზმი გავაფართოვოთ, მაგრამ გიდებს რაღაც სხვა უნდა შევთავაზოთ. ასევე, ტუროპერატორი კომპანიები, ვისაც პრობლემები აქვს თუნდაც თავის პარტნიორებთან საავიაციო სფეროდან, ავიაკომპანიებთან, იქაც სპეციფიკური მიდგომება იქნება საჭირო. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ვმუშაობთ თან იმდაგვრად რომ კონსულტაციები თვითონ ინდუსტრიასთან გვაქვს, ეს ყოველთვის ამართლებს", - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ეს გეგმა ძალიან მალე იქნება ჩამოყალიბებული.

"ახლა გამოქვეყნდა მარტის თვის ეკონომიკური ზრდის შედეგები. გვაქვს კლება 2.7 პროცენტიანი, რაც მოსალოდნელიც იყო ამ კრიზისის გამო. ამ კლებაში ძალიან დიდი წვლილი არის ტურიზმის ზეგავლენა. ვიდრე გამოვაცხადებდით საგანგებო მდგომარეობას, გაჩერდა ტურიზმი და მარტში დიდი წილი ამ კლების მოდის სწორედ ტურიზმზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ სექტორებს ჩვენს ეკონომიკაზე და ჩვენს დასაქმებაზე. გადავარჩენთ ტურიზმს, განვავითარებთ და ჩვენი ეკონომიკაც აღმავალი ტენდენციით წავა ისევ,"- განაცხადა თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა