ნათია თურნავა კომპანიებს მოუწოდებს, ეკონომიკის გახსნის ეტაპებზე ჯანდაცვის რეკომენდაციების შესრულების მიმართ პასუხისმგებლობა გამოიჩინონ

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა კომპანიებს მოუწოდებს, ეკონომიკის გახსნის ეტაპებზე ჯანდაცვის რეკომენდაციების შესრულების მიმართ პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

კითხვაზე, თუ როგორ შემოწმდება ბიზნესი გახსნის შემდეგ ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების დაცვის თვალსაზრისით, თურნავამ განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესში სხვადასხვა უწყებები, მათ შორის, მუნიციპალური ინსპექციები ჩაერთვება. მისი თქმით, თუ რომელიმე ეტაპზე შეფერხდება გახსნის გეგმა, ეს შემდეგ ეტაპებზეც აისახება.

„არსად არ უნდა ირღვეოდეს მედიკოსების მიერ დამტკიცებული გაიდლაინები, ამიტომ ერთი რომელიმე სტრუქტურის ჩართულობით ეს ვერ მოხდებოდა. პრაქტიკულად მთელი ადმინისტრაციული რესურსი, რაც ჩვენ მთავრობაში გაგვაჩნია, დაწყებული შრომის ინპექციით, ვისთვისაც ეს არის ბუნებრივი ვალდებულება, გაგრძელებული ჩვენს სისტემაში შემავალი ტექზედამხედველობით, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი სურსათის უვნებლობის სააგენტო, ასევე, მუნიციპალიტეტებში არსებული ინსპექციები არიან ჩართულები. საჭიროების შემთხვევაში, ერთვება შემოსავლების სამსახური. შესაძლოა, ჩაერთოს სხვადასხვა შემმოწმებელი სტრუქტურა. მთელ ამ რესურსს მივმართავთ იმისთვის, რომ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის პროცესი მიმდინარეობდეს მკაცრი შემოწმების ქვეშ. მადლობა ყველა იმ კომპანიას, ვინც ჩვენს გვერდზე გამოაგზავნა აპლიკაციები, 5 ათასამდე აპლიკაცია შემოგვივიდა. ახლა ამ პროცესის კოორდინაცია უბრუნდება კვლავ ჯანდაცვის სამინისტროს და მათ სისტემაში შემავალ შრომის ინსპექციას, რადგან ისინი არიან კანონით წამმართველი ორგანო, სადაც შრომის პირობები უნდა იყოს გადამოწმებული და საუბარია სწორედ შრომის უსაფრთო პირობებზე და მათი კოორდინაციით ჩვენც და ყველა ჩამოთვლილი უწყება, ერთიანი გეგმის ფარგლებში ამოწმეს კომპანიებს“,- განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, დღეში დაახლოებით 1000 კომპანიის შემოწმება მოხდება.

„ჩვენ ვფქრობთ, რომ დღეში 1000-ზე მეტი კომპანია შემოწმდება იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკის გახსნა არ მოვიდეს კონფლიქტში მთავარ ამოცანასთან - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასთან და ეპიდემიის გავრცელების არდაშვებასთან. დღემდე ჩვენ ამას ვახერხებდით. მინდა მოვუწოდო იმ კომპანიებს, რომლებიც ახლა იხსნება, ჩვენ ბევრი რამ გავითვალისწინეთ. ონლაინ-ვაჭრობა გაიხსნა, ესაა სწორი, რადგან ონლაინ-ვაჭრობას აქვს შესაძლებლობა, იყოს ყველაზე უფრო უსაფრთხო ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით. მაგრამ ეს აკისრებს ამ კომპანიებს დამატებით პასუხისმგებლობას, მათაც კეთილი უნდა ინებონ და ყველა რეკომედაცია შეასრულონ, მითუმეტეს, რომ ეს არაა განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიაზრონ. თუ რომელიმე ეტაპზე შეფერხდება გახსნის გეგმა, ეს შემდეგ ეტაპებზეც აისახება, ჩვენ ვიაზრებთ ამ პასუხისმგებლობას და ბიზნესებსაც მოვუწოდებთ ყველა მიუდგეს ისევე პასუხისმგებლიანად, როგორც დღემდე მათი უმრავლესობა უდგებოდა“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს