ნათია თურნავა - მცირე ბიზნესის ხმა არ უნდა იკარგებოდეს, ჩვენ  მაინც ორიენტირებულები ვართ მცირე და საშუალო ბიზნესის და მიკრობიზნესის დახმარებაზე

მცირე ბიზნესის ხმა არ უნდა იკარგებოდეს და ამიტომ, ჩვენ დღესაც მაინც ორიენტირებულები ვართ მცირე და საშუალო ბიზნესის და მიკრობიზნესის დახმარებაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსხვილი კომპანიების პრობლემები არ უნდა განიხილონ და ისინი ამ საკითხებს აუცილებლად გაივლიან.

„როდესაც ვსაუბრობთ გლობალურ კრიზისზე, თანაბარი სიმძიმის პრობლემა უდგას ყველა ბიზნეს სუბიექტს საქართველოში, ვინც კი ჩვენთან საქმიანობს. მსხვილ ბიზნესს თავისი მოცულობით უფრო მხვილი პრობლემები დაუგროვდა და მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემა მათაც დაუდგა. სამწუხაროდ, შეფერხდა ბევრი საინტერესო მსხვილი პროექტი, რომელსაც კერძო ბიზნესი ახორციელებდა, რაც კარგი არ არის. მომავალი ეკონომიკური ზრდა 2021 წელს, სულ მცირე 4%, რასაც პროგნოზირებდნენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, მათ შორის ამ პროექტებზეც იყო დაყრდნობილი. თუმცა ჩვენ ყოველთვის ტრადიციულად, ჩვენი პროგრამების ობიექტივში გვყავდა მცირე და საშუალო ბიზნესი, პირველ რიგში იმიტომ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო მოწყვლადია, მსხვილ ბიზნესს არასდროს უჭირს ნებისმიერ ქვეყანაში, რომ ხმა მიაწვდინოს მთავრობას. მცირე ბიზნესის ხმა არ უნდა იკარგებოდეს და ამიტომ, ჩვენ დღესაც მაინც ორიენტირებულები ვართ მცირე და საშუალო ბიზნესის და მიკრობიზნესის დახმარებაზე. ჩვენი ეკონომიკა, მიუხედავად დიდი როლისა მსხვილი ბიზნესებისა და მსხვილი კორპორაციების, მაინც დგას მცირე და საშუალო ბიზნესებზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსხვილი კომპანიების პრობლემები არ უნდა განვიხილოთ და არ უნდა მივიტანოთ გულთან ახლოს, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები შეიძლება შეფერხდეს თუ კი მათ დაუდგათ ლიკვიდურობის პრობლემები. ჩვენ ამ საკითხებსაც გავივლით, ჩვენ ვართ გახსნილები, მაგრამ მსხვილ კომპანიებს ყოველთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ, აქედან გამომდინარე, ჩვენ მცირე ბიზნესთან მიმართებაში დახმარებაზე ვსაუბრობთ, მსხვილ ბიზნესთან მიმართებაში ჩვენ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვიქნებით მათი პარტნიორები და მათი მხრიდანაც ასეთ პარტნიორულ ურთიერთობებს ველოდებით და ვიღებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა