ეკონომიკის მინისტრი - ჯამში 1200-ლარიან დახმარებას უმუშევრად დარჩენილი ყველა დასაქმებული მიიღებს განურჩევლად იმისა, რამდენი ჰქონდა ხელფასი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რომ ხელფასის მოცულობას მნიშვნელობა არ აქვს და მთავრობის მხრიდან 6 თვის განმავლობაში 1200-ლარიან დახმარებას უმუშევრად დარჩენილი, დაქირავებით დასაქმებული ყველა პირი მიიღებს.

„ყველას, ვინც კი წლის დასაწყისში თუნდაც ერთი თვის განმავლობაში იღებდა ოფიციალურ ხელფასს , ანუ ოფიციალურად იყო რეგისტრირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელად, მიუხედავად ხელფასის სიმცირისა, ექნება შესაძლებლობა, ამ დახმარებით ისარგებლოს. ხელფასის სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს. ყველას თანაბარი დახმარება მიეცემა და ამაშია ამ დახმარების სამართლიანობა. მიუხედავად იმისა მაღალი, საშუალო თუ დაბალი ხელფასი ჰქონდა, სახელმწიფომ გამონახა რესურსი, რომ ყველას თანაბრად დაეხმაროს, თუკი ამ პერიოდის განმავლობაში შემოსავალი უფიქსირდებოდა ერთი სამსახურდან მაინც“, - განაცხადა მინისტრმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ.

ამასთან, ნათია თურნავა აცხადებს, რომ „ერთ პირზე ერთი დახმარების პაკეტია განსაზღვრული“. ამ შემთხვევაში მინისტრმა უპასუხა კითხვას, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ორ ან მეტ სამსახურში მუშაობს.

შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, დაქირავებით დასაქმებული პირები, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში არიან, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ, რაზეც 460 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო