გია ვოლსკი აშშ-ის ელჩის განცხადებაზე - მზად ვართ, ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მავთულხლართების მიღმა დარჩენილ ჩვენს მოსახლეობას

აშშ-ის ელჩის განცხადება არ არის ერთადერთი, რომელიც ამ კატასტროფულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია ამის შესახებ განცხადება და უფრო მეტიც, მზად ვართ, ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მავთულხლართების მიღმა დარჩენილ ჩვენს მოსახლეობას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩნილ მოსახლეობასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, რეალობაა ის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არავის იმედი არ გააჩნიათ.

„ოკუპირებულ რეგიონებში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი, არსებობს გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებები, რომელსაც ექვემდებარება დე ფაქტო ხელისუფლებები, მაგრამ არსებობს რეალობა, არსებობენ ადამიანები, ძალიან დიდი მოწყვლადი ჯგუფი, რომელსაც არავის იმედი არ გააჩნია. ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად . აშშ-ის ელჩის განცხადება არ არის ერთადერთი, რომელიც ამ კატასტროფულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია ამის შესახებ განცხადება და უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ, ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ, მავთულხლართის მიღმა დარჩენილ ჩვენს მოსახლეობას, ის ყველანაირი დახმარება, რომელსაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე იღებს ამ ტერიტორიაზე,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის ელჩი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მისი განცხადებით რუსული არაჰუმანური ქმედებების გამო ადამიანები დაიღუპნენ. „დამატებითი საფრთხე ბორდერიზაციის სახით არაჰუმანურია. როგორც ვიცი, გადასასვლელები დაიკეტა სექტემბერში, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და მათი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება რომ ჰქონოდათ“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა