სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 4 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა ტიპის გადაუდებელი სამუშაოს ჩატარების გამო, 4 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის რამდენიმე რაიონს დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ზემო ალექსეევკის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ქართველიშვილის, კონსტანტინე ანდრიაძის, რომანოზ ხომლელის და აბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის მცხოვრებლებს. კომპანია „GWP“-ის მიერ სატუმბო სადგურზე „ბახტრიონი“ ჩასატარებელი სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, იყალთოს, ბახტრიონის, კოსტავას (ნაწილობრივ), კუტუზოვის, გამრეკელის, მგალობლიშვილის, საბურთალოს, ტაშკენტის და სულხან ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა