გიგა ბოკერია - არანაირი ეფექტური დახმარება არ ხდება მათი, ვინც ხელფასი დაკარგა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარდგენილ ეკონომიკის მხარდამჭერი გეგმის პრეზენტაციაზე არანაირი სიახლე არ ყოფილა.

ბოკერიას განცხადებით, დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახური დაკარგა, არაფექტურია. მისივე თქმით, ყოველთვიური 200 ლარი საშუალო კლასისთვის საკმარისი არ არის.

რაც შეეხება არაფორმალურად დასაქმებულ პირებზე 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას, ბოკერია მას ქაოტურს და ბუნდოვანს უწოდებს.

„სამწუხაროდ, არანაირი სიახლე არ არის. გადასახადების დაწევა არ ხდება, რომ ტვირთი შეუმსუბუქონ მეწარმეებს და მოქალაქეებს. ადამიანებს საპენსიო ფონდში შეტანილი ფულის დაბრუნების შანსსაც კი არ აძლევენ და არც ამ გადასახადს აჩერებენ. არანაირი ეფექტური დახმარება არ ხდება, ვინც ხელფასი დაკარგა. 200 ლარი არაფერი არ არის საშუალო კლასისთვის და საშუალო კლასის ჩამოქცევა ფინანსურად ყველაფერზე ახდენს გავლენას. თვითდასაქმებულებზე კრიტერიუმები არის ქაოტური, ბუნდოვანი კორუფციის რისკებით და ისიც მხოლოდ მათ ნაწილს შეეხება. იტოვებენ შესაძლებლობებს, რომ ვითომ თვითონ გადაწყვიტონ, რომელ ბიზნესს როდის დაეხმარებიან. ეს არის კატასტროფული ვითარება, რაც გვაქვს. ის, რომ ივანიშვილის მთავრობის წარმომადგენელს არ ესმის, რომ ასეთ ჩავარდნილ თემებზე ოპოზიციის კრიტიკა თავისუფალი საზოგადოების ნაწილია და ამას უწოდებს პროვოკაციას, ეს არ მიკვირს, სამწუხაროდ. ეს არის მათი დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომ აყენებენ ჩვენს ქვეყანას ზიანს. არ ესმით რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ და სამწუხროდ, ამ ფასს გადავიხდით სანამ ასეთი მთავრობა გვყავს ივანიშვილის სახით“, - განაცხადა ბოკერიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა