სახალხო დამცველი - პანდემიის ფონზე კიდევ უფრო ფართოდ დადგა დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის საკითხი

მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც მსოფლიო პანდემიის პირობებში, შრომითი უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, „პანდემიისა და მის სამართავად ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად მრავალი დასაქმებული დარჩა სამსახურის გარეშე, შეუმცირდა ანაზღაურება ან მოუწია უხელფასო შვებულებაში გასვლა, ხოლო დასაქმებულთა ნაწილი დიდი დატვირთვით აგრძელებს მუშაობას“.

„1 მაისი მშრომელთა საერთაშორიშო დღეა, რომელიც აღნიშნავს მშრომელთა ისტორიულ ბრძოლას მთელ მსოფლიოში და სიმბოლურად დასაქმებულთა ღირსეული სამუშაო პირობებით უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს შრომითი უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებს, რაც დღევანდელი მსოფლიო პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მძაფრია. პანდემიისა და მის სამართავად ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად მრავალი დასაქმებული დარჩა სამსახურის გარეშე, შეუმცირდა ანაზღაურება ან მოუწია უხელფასო შვებულებაში გასვლა, ხოლო დასაქმებულთა ნაწილი დიდი დატვირთვით აგრძელებს მუშაობას (მაგალითად სამედიცინო მუშაკები, სუპერმარკეტების და აფთიაქების თანამშრომლები და სხვა), ზოგ შემთხვევაში არანორმირებულ რეჟიმშიც (მაგალითად პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები). პანდემიის ფონზე კიდევ უფრო ფართოდ დადგა დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის საკითხი. აღნიშნულ საკითხებს სახალხო დამცველი არაერთხელ გამოეხმაურა და მომავალშიც მიადევნებს თვალყურს ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა