ირაკლი ბერაიამ კარლ ჰარცელთან დისტანციური შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარება, მის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები და საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა განიხილეს.

“ევროკავშირის ელჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგადგმულ ნაბიჯებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და რუსეთის უკანონო ქმედებებზე. ირაკლი ბერაიამ ხაზი გაუსვა ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის მნიშვნელობას, ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
„მაკდონალდსის“ ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ იხსნება
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა