ირაკლი ბერაია - ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილია უმძიმესი ვითარება

საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა.

მისივე განცხადებით, მოქალაქეებს არ ეძლევათ გაადგილების შესაძლებლობა, მათ შორის მკურნალობის მიზნითაც კი.

„ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილია უმძიმესი ვითარება, რაც გამოწვეული არის ოკუპაციის შედეგად დაწესებული უკანონო შეზღუდვებით. ჩვენს მოქალაქეებს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ეძლევათ გადაადგილების შესაძლებლობა განსაკუთრებით, მკურნალობის მიზნით. ეს არის ის დიდი ფასი, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები სამწუხაროდ, ყოველდღიურად იხდიან ოკუპაციის შედეგად“, - აცხადებს ბერაია, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს