დამსაქმებელთა ასოციაციამ ბიზნესთან დისტანციური შეხვედრები დაიწყო

დამსაქმებელთა ასოციაციამ ბიზნესთან დისტანციური შეხვედრები დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამსაქმებელთა ასოციაციდაან აცობეს, ასოციაციის მიერ ორგანიზებულ დისტანციურ შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კომპანიების საქმიანობის პროცესში არსებულ შეზღუდვებს და შრომით ურთიერთობებს, 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: კომპანიებისთვის არსებული რეგულაციები; საგანგებო მდგომარეობაში წამოჭრილ სამართლებრივი პრობლემები; შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის, შეჩერების შესაძლებლობები; უხელფასო შვებულებისა და შრომით საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკები; სახელმწიფოს მიერ დაანონსებული შეღავათები; ფორსმაჟორის პირობებში ბიზნესის სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობას და პოსტ კრიზისულ პერიოდში ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან და სხვ.

„დამსაქმებელთა ასოციაციაში უკანასკნელი კვირების განმავლობაში თავი მოიყარა უამრავმა პრობლემურმა, ბუნდოვანმა და გადაუწყვეტელმა საკითხმა ბიზნეს სექტორის მხრიდან, რომლის საპასუხოდაც დავგეგმეთ დისტანციური შეხვედრების, სემინარების, ტრენინგების ციკლი. ჩვენი მიზანია, ბიზნეს სექტორი დავაკავშიროთ სფეროს ექსპერტებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და სხვა კომპეტენტურ პირებთან პირდაპირი, რათა მაქსიმალურად ინფორმირებული იყვნენ ყველა იმ თემის ირგვლივ, რომელიც მათ ამ პერიოდში დღის წესრიგში დაუდგათ. მოხარულები ვართ, რომ ბიზნეს სექტორისგან ვხედავთ მზაობას, კანონის ფარგლებში შეინარჩუნონ ბიზნესის მდგრადობა და მინიმალური ადამიანური და ფინანსური რესურსების დანაკარგით გამოვიდნენ კრიზირული პერიოდიდან“, - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ლაბაძემ.

დამსაქმებელთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვა-პასუხს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც კომპანიების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე კომპეტენტური პასუხები მიიღეს.

შეხვედრას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე და იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ცხაკაია უძღვებოდნენ.

უახლოეს დღეებში მომდევნო შეხვედრა დაანონსდება და მსურველებს რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო
PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს
მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის