ლალი ტურძელაძე - კორონავირუსით გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლეც ჩვენთან რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ისიც უმძიმესი პაციენტია, ქრონიკული დაავადებებით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით,კორონავირუსით გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტის მეუღლეც დაინფიცირებულია და მათ კლინიკაში მკურნალობს. ამის შესახებ ტურძელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლის მდგომარეობა უმძიმესია.

„მისი მეუღლე ჩვენთან წევს. უმძიმესია ისიც, ასაკოვანი ქალბატონია. მასაც აღენიშნება თანმდევი ქრონიკული დაავადებები და ისიც რეანიმაციურ განყოფილებაში იმყოფება ჩვენთან. მაგრამ ისეთი მძიმე, როგორიც გარდაცვლილი მამაკაცი იყო, არ არის“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. კორონავირუსით გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტი 83 წლის მამაკაცია, რომელსაც მძიმე თანხლები დაავადებები ჰქონდა.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 566-ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 207 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია - 5320 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა