ენერგორესურსების საერთაშორისო სააგენტო - წლის ბოლომდე მსოფლიოში ენერგორესურსებზე მოთხოვნა 6%-ით შემცირდება

წლის ბოლომდე მსოფლიოში ენერგორესურსებზე მოთხოვნა 6%-ით შემცირდება. ამ ინფორმაციას ენერგორესურსების საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ენერგორესურსებზე მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა და მასშტაბებით 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც კი გადააჭარბა.

„ეს მსოფლიოს ენერგორესურსებისთვის ისტორიული მომენტია და მსგავსი ვარდნა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ მომხდარა. კორონავირუსს გამო მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნა შემცირდა ყველა სახის ენერგორესურსზე, მათ შორის განსაკუთრებით საწვავსა და ბუნებრივ აირზე“,- აცხადებს ენერგორესურსების საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი ფატიჰ ბიროლი.

აღსანიშნავია, რომ ამავდროულად, ენერორესურსებზე მოთხოვნისა და მოხმარების შემცირების შედეგად მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფა 8%-ით შემცირდა. მეცნიერების მტკიცებით, მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით გარემოში 2.6 გიგატონით ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყოფა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს