ვენესუელაში ციხის ამბოხის დროს 40 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა

ვენესუელაში ციხის ამბოხის დროს სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ამბოხი პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტით დაიწყო. პატიმრები ახლობლების დაშვებას ითხოვდნენ, რომლებიც საკვებს მიაწვდიდნენ. პროტესტი ციხის თანამშრომლებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ესოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, პატიმრებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენეს, რის შედეგადაც ეროვნული გვარდიის ერთი წევრი დაიღუპა. ამბოხი ქალაქ განარეში, დედაქალაქ კარაკასიდან დაახლოებით 450 კილომეტრის მანძილზე მოხდა.

ცნობისთვის, ვენესუელას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაახლოებით 110 000 პატიმარი იმყოფება. უფლებადამცველი ორგანიზაციების თანახმად, ციხეებში ხდება იარაღის უკონტროლო ყიდვა-გაყიდვა, ასევე ციხეები ძალიან გადატვირთულია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო