უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე ონლაინ კონსულტაცია გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები გრძელდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიზნით, 2020 წლის 1-ელ მაისს, თბილისის დროით 19:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე თბილისიდან ექიმი პედიატრის, თემურ მიქელაძის პირდაპირი ჩართვა განხორციელდა, რომელმაც კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა.

თემურ მიქელაძე არის მედიცინის დოქტორი, პროფესორი MD, PhD. კავკასიის მედიცინის ცენტრისა და კლინიკა „კურაციოს'' პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბავშვთა სამედიცინო ცენტრი „მზიური მედის" ექიმი პედიატრი, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი, მთავრობის ადმინისტრაციის სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი.

უწყებაში აცხადებენ, რომ საკორდინაციო საბჭოს მითითებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, დღემდე კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე 8 ონლაინ კონსულტაცია გაიმართა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, აშშ-სა (ქ. ვაშინგტონი და ქ. ნიუ-იორკი) და დიდ ბრიტანეთში. ონლაინ კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს