სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ კორონავირუსთან საბრძოლველად საქართველოსთვის 200 მილიონი დოლარის გამოყოფა დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტის შესარბილებლად საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ წარმატებით დასრულდა საქართველოს ეკონომიკური პროგრამის VI მიმოხილვაც.

საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე წერს „ტვიტერში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორიც.

კრისტალინა გეორგიევა მიესალმება საქართველოს ძალისხმევას ახალი კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სექტორში საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის, სოციალური დაცვის გაძლიერებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.

„მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას ახალი კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სექტორში საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის, სოციალური დაცვის გაძლიერებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. არსებული პროგრამის ფარგლებში საგანგებო ზომის სახით დამატებით გამოვყოფთ 200 მილიონ აშშ დოლარს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის დაფინანსება უკვე დაამტკიცა“, - აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო