ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქართულმა კონტრაქტორმა კომპანიებმა ჯანდაცვის სისტემისთვის გადასაცემად სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე მომუშავე ქართულმა კონტრაქტორმა კომპანიებმა ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს.

მათი ცნობით, ეს კომპანიებია: შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“, შპს Construction Service, შპს „ინ-სი-სი", შპს "როუდ ქონსთრაქშენი", შპს GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION, შპს „საქმილსადენმშენი", შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“, შპს ,,მამისონი", , შპს "ჯეუ გრუპი", შპს "ორიენტირი", შპს "იბოლია", შპს „დილე“,შპს „ბორანი“, შპს "ჯავახავტოგზა", ინდ. მეწარმე დავით სიჭინავა, შპს "ცეკური", შპს "ერ ტე დე", შპს "როსტვერკი", შპს "დაგი", შპს "ელემენტ კონსტრაქშენი“, შპს "ენენ ჯგუფი", შპს "გლობალ სერვისი", სს "ტრანსმშენი", შპს "ქრიათივ იმფრეშენს კავკასუს", შპს "კომფორტმშენი XXI".

მათივე ინფორმაციით, კომპანიებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის გადასაცემად შეიძინეს პირბადეები, ნატრილის ხელთათმანები, ქირურგიული და სამედიცინო ხალათები, სადეზინფექციო ხსნარი, სახის დამცავი ფარები და სათვალეები, სამედიცინო ქუდები და სხვა აღჭურვილობა. კომპანიებმა „ენ-სი-სი“ და შპს "კომფორტმშენი XXI" განახორციელეს შენატანი StopCov ფონდში, რომელიც ასევე მოხმარდება პანდემიასთან ბრძოლას.

სამედიცინო აღჭურვილობა დაეხმარება პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო პერსონალსა და საჯარო მოხელეებს საკუთარი პროფესიული საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს