ეკა ადამია - კლინიკები, რომლებსაც სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდათ, თუ ვერ შეძლებენ სხვა საქმიანობის წარმოებას და სახელმწიფო პროგრამის გარეთ ფუნქციონირებას, ალბათ დაიხურება

ის კლინიკები, რომლებსაც სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდათ, თუ ვერ შეძლებენ სხვა საქმიანობის წარმოებას და სახელმწიფო პროგრამის გარეთ ფუნქციონირებას, ალბათ დაიხურება, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რაც შეეხება მედპერსონალის სამსახურის გარეშე დარჩენას, როგორც ადამია განმარტავს, ამ კლინიკებში დასაქმებული მედპერსონალისთვის, რა თქმა უნდა, შეთავაზებული იქნება სხვა კლინიკებში ვაკანსიები.

„თუ პროგრამაში დარჩენილ სამედიცინო დაწესებულებებს ბენფიციარების ოდენობა ეზრდება, რა თქმა უნდა, ექიმების ზრდის საჭიროება დაუდგებათ. შესაბამისად, მედპერსონალს დასაქმების შესაძლებლობა და შანსი ექნებათ. მათ ექნებათ პროგრამაში დარჩენილი კლინიკებისგანაც შემოთავაზებები და თვითონაც ექნებათ ამის შესაძლებლობა რომ შესთავაზონ. ოჯახის ექიმების დეფიციტია რეალურად ქვეყანაში, მიუხედავად ჭარბი რაოდენობისა. არის გამოცხადებული კონკრეტულ დაწესებულებებში ვაკანსია და იქ კადრი არ შემოდის. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ მათ პრობლემები არ უნდა ჰქონდეთ სხვა დაწესებულებაში დასაქმების მხრივ," -განაცხადა ადამიამ.

კითხვაზე იმ კლინიკებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის გარეთ დარჩნენ, ემუქრებათ თუ არა დახურვა, როგორც ადამია განმარტავს, ისინი თუ ვერ შეძლებენ სხვა საქმიანობის წარმოებას და სახელმწიფო პროგრამის გარეთ ფუნქციონირებას, ალბათ დაიხურება.

„სახელმწიფო დაფინანსების პირობებში ნათლად იყო გაწერილი, რომ მათ სერვისი უნდა მიეწოდებინათ ბენეფიციარისთვის და იმიტომ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი და არა იმიტომ, რომ თავი შეენახა და ალაგ-ალაგ სისხლის ანალიზი გაეკეთებინა ბენეფიციარისთვის. ასეთ შემთხვევაში, კლინიკა უბრალოდ ვერ შეძლებდა ამ რაოდენობის ბენეფიციარით ამ სერვისის მიწოდებას. ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, სახელმწიფო ფული არამიზნობრივად არ უნდა დაიხარჯოს და სახელმწიფო ფული მიმართული უნდა იყოს ბენეფიციარის მომსახურებისკენ," - განაცხადა ადამიამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ჯამში, 56 სამედიცინო დაწესებულება აღარ გააგრძელებს. ამ დაწესებულებებით დაახლოებით, 90 ათასი ადამიანი სარგებლობდა, რომლებიც სხვა, გეოგრაფიულად მათთვის ხელმისაწვდომ დაწესებულებებში გადანაწილდებიან.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს