ეკა ადამია - სრულიად  შესაძლებელია, რომ სახელმწიფო პროგრამაში დარჩენილმა კლინიკამ გაზრდილი პაციენტების რაოდენობა ისე მართოს, რომ რიგების პრობლემა არ იყოს

სრულიად შესაძლებელია, რომ სახელმწიფო პროგრამაში დარჩენილმა კლინიკამ გაზრდილი პაციენტების რაოდენობა მართოს ისე, რომ აქ არ იყოს რიგების პრობლემა, -ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ დარჩნენ პროგრამაში ის კლინიკებიც, რომლებსაც 7000-დან -13 ათასამდე ბენეფიციარი ჰყავთ.

"სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 7000-დან -13 ათასამდე ბენეფიციარის მქონე დაწესებულებებსაც მივცეთ დაფინანსება. 13 ათასის ზემოთ მყოფი კლინიკები კი არ გავამსხვილოთ დამატებით და შევქმნათ დიდი თავმკომბალები, არამედ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიხედვით, ამ პროგრამაში დარჩენილებს მივცეთ დამატებითი განვითარების შესაძლებლობა, რომ ამ ლოკაციაზე გვქონდეს ასევე მსხვილი ერთეულები, რომლებიც ამ ნაკადებსაც გაუძლებენ და არც ისეთი რიგები არ იქნება, რაც შეიძლება იყოს დიდი და მსხვილი ცენტრების შემთხვევაში. სავსებით შესაძლებელია, რომ კლინიკამ გაზრდილი პაციენტების რაოდენობა მართოს ისეთნაირად, რომ აქ არ იყოს რიგების პრობლემა. არსებული მსხვილი კლინიკების მაგალითზე შეიძლება ეს ვთქვათ. ამ დაწესებულებებს, რომლებიც 7000-იდან - 13 ათასამდე ბენეფიციარი ჰყავთ, ამათზე გაკეთდა ძირითადი აქცენტი, რომ ამ დაწესებულებებს, ამ ეტაპზე, მიეცეთ დამატებითი შესაძლებლობა, რომ მათ განივითარონ თავი", - განაცხადა ეკა ადამიამ.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო