„ლელოს“ წევრების განცხადებით, შსს უარს ამბობს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის გასაჯაროებაზე

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების საბა ბუაძისა და გრიგოლ გეგელიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარს ამბობს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის გასაჯაროებაზე, რითაც კიდევ ერთხელ ცდილობს, დამალოს ქვეყანაში რეალურად არსებული კრიმინოგენური ვითარება. ეს განცხადება მათ ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობისა და მცდარი სტატისტიკური ინფორმაციის შესახებ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების განცხადებით, შსს სამი თვეა, საკუთარ ვებგვერდზეც აღარ აქვეყნებს რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციას და ცდილობს, „ლელოს“ მიერ გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნიდან ტექნიკური მიზეზებით დაიძვრინოს თავი.

„ლელო“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრულყოფილად უპასუხოს გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას და გამოაქვეყნოს სამი თვით დაგვიანებული დანაშაულის სტატისტიკა, რათა საზოგადოებამ შეაფასოს ვითარების სირთულე და შეიმუშაოს კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც შეცვლის ქვეყანაში შექმნილ რთულ კრიმინოგენურ ვითარებას.

საბა ბუაძის განცხადებით, შსს ინფორმაციაზე უარის თქმის მიზეზად საგანგებო მდგომარეობას ასახელებს, თუმცა „ლელოს“ მიერ მოთხოვნილი იყო ინფორმაცია იმ პერიოდზე, როდესაც საგანგებო მდგომარეობის შემოღება ჯერ არც კი განიხილებოდა.

„შეგახსენებთ, რომ წინა წელთან შედარებით, 2019 წელს რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. სწორედ ეს მზარდი დანაშაული განაპირობებს იმას, რომ შსს ცდილობს, საზოგადოებას გამოაპაროს დანაშაულის სტატისტიკა. მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გახმაურდა ათობით მძიმე ძალადობრივი დანაშაული, მათ შორის, მკვლელობა, დაჭრა, ყაჩაღობა და ა.შ. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განსაკუთრებით იმატა ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა", - განაცხადა საბა ბუაძემ.

ამასთანავე, გრიგოლ გეგელიას თქმით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი და მზარდი უმუშევრობა ქვეყანაში დანაშაულის მატების რისკებს ამწვავებს, რასაც ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ზომების გატარება სჭირდება.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია, შსს რეალურ დროში აფასებდეს და გეგმავდეს შესაბამის ღონისძიებებს და საზოგადოებას აწვდიდეს ზუსტ ინფორმაციას მომხდარი შემთხვევების შესახებ. ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია შეფასდეს, რამდენად ეფექტურად რეაგირებს სამართალდამცავი სისტემა სხვადასხვა ტიპის დანაშაულზე", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს