მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის ტურიზმის ინდუსტრიამაც უკვე პრაქტიკაში დანერგა საერთაშორისო ჯანდაცვის სტანდარტები

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის- ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ პრეზენტაციის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ ისაუბრა, რომელიც უპრეცედენტოა მსოფლიოში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, საქართველომ რეალურად აჩვენა მსოფლიო ბაზარს კარანტინის პროექტი, რომელშიც ჩართულია 83 სასტუმრო და 2 500-ზე მეტი ადამიანია უშუალოდ დასაქმებული.

„საქართველო დაპოზიციონირდა საერთაშორისო არეალზე ქვეყნად, რომელმაც პრაქტიკიდან გამომდინარე ზუსტად იცის, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ინდუსტრია, რომელიც დღეს არის ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა, რომლის გამოყენებაც კონკურენტუნარიან გარემოში მნიშვნელოვანია.

„ეს არის პირველი პრეცედენტი მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე. საქართველომ დაიკავა უდიდესი კონკურენტუნარიანი პოზიცია, რადგან მსგავსი ანალოგი არც ერთ სხვა ქვეყანას არ გააჩნია. საქართველო იყო პირველი ვინც პრაქტიკაში 17 000 -ზე მეტ ადამიანს კარანტინის მომსახურება სრულად გაუწია ტურიზმის ინდუსტრიის სერვისებით. მაშინ როდესაც სხვა ქვეყნები სტანდარტებზე ახლა ფიქრობენ, ჩვენ ორი თვეა სასტუმროებში, ტრანსპორტსა თუ ქეითერინგში არა თუ უმკაცრესად გვაქვს სტანდარტები დანერგილი, არამედ პრაქტიკაში ხორციელდება მისი აღსრულება - სერვისის, კვების და განთავსების ნაწილში“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

მისივე თქმით, სასტუმრო ინდუსტრიისთვის, გიდებისთვის, სარესტორნო ბიზნესისთვის, ტურისტული და სატრანსპორტო კომპანიებისთვის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან კრიტერიუმების მოწოდების შემდეგ ცალკე პაკეტს შევიმუშავებთ რათა დავეხმაროთ ტურიზმის ინდუსტრიას მის იმპლიმენტაციაში.

“ეს დაგვაზღვევს, რომ ტურიზმი არ გახდეს უნებლიე იმპორტიორი იმ ვირუსის რომელსაც ყველა ვებრძვით. ამავდროულად დააზღვევს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და მათ ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი. სახელმწიფო აქტიურად იქნება ჩართული, როგორც ყოველთვის კერძო სექტორთან. ეს იქნება ტრენინგები, გაიდლაინები თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება- ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ”, -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე